უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
სამართალი


სასამართლო ეკა ბესელიას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო დეპუტატ ეკა ბესელიას სარჩელზე, სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სასამართლოში განმარტავენ, მოსამართლემ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას სამოქალაქო სარჩელი ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ, მედიაში გავრცელებული ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის სახით 20 500 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სასამართლოს ინფორმაციით, წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებას შეგებებული სარჩელით უპასუხა ალექსანდრე ელისაშვილმა და თავის მხრივ, მოითხოვა ეკა ბესელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.
”საქმე ეხება, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც: „ ეკა ბესელია, მასზე როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ახდენდა ზეწოლას და როგორც პოლიტიკოსი, პატიმრების ციხიდან გამოშვებისთვის იღებდა ფულს”. ალექსანდრე ელისაშვილი კი ეკა ბესელიას ედავება იმ განცხადებების გამო, რომლითაც ელისაშვილს მოიხსენიებს თაღლითად, კორუფციული გარიგების მონაწილედ და ბრალს სდებს სიცრუეში.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებანი და ეკა ბესელიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო ალექსანდრე ელისაშვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ეკა ბესელიას მოთხოვნა სარჩელით სადავო განცხადებების იმ ნაწილის უარყოფასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიერ მტკიცებითი ფორმით დანაშაულის შემცველი ინფორმაციის გავრცელებად შეფასდა. ამასთან, მოსარჩელე ეკა ბესელიამ შეძლო მის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობის დამტკიცება, იმავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგების სასამართლოში წარმოდგენის გზით. სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული დანიშნულებისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიიჩნია და მორალური ზიანის სახით მოპასუხეს დააკისრა 1000 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ სარჩელს, მასში მითითებული სადავო განცხადებები სასამართლომ მიიჩნია შეფასებით მსჯელობად, რიგ შემთხვევებში კომენტარად და პიროვნების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვად. ვინაიდან, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში”, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
22 სექტემბერი, 2025 , 12:57
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
19 სექტემბერი, 2025 , 17:24

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
19 სექტემბერი, 2025 , 13:17

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
18 სექტემბერი, 2025 , 20:10

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
18 სექტემბერი, 2025 , 15:09

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ
18 სექტემბერი, 2025 , 13:53