უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 იანვარი, 2018 17:40
font-size

სასამართლომ განზრახ მკვლელობისა და ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 120-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ზ.მ.-ს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში გ.ლ.-სთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სავარჯიშო გირი გ.ლ.-ს თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

,,გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ.ლ.-ს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ზ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე ი.ჩ.-ს და ზ.ჩ.-ს ხელკეტით განზრახ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო გ.ფ.-ს სცემა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა. სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ ზ.მ.-მ 2017 წლის 31 ივლისს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, პირადი წყენის გამო, შურისძიების მოტივით ლ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რამდენჯერმე დაარტყა სახისა და სხეულის არეში. ზ.მ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ზ.მ. 2017 წლის 27 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის ინფორმაციაში.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

13 ოქტომბერი, 2025 , 12:53

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „თოვის გამ

თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

13 ოქტომბერი, 2025 , 11:22

თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ21

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ