სამართალი
სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფრმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში დ.აღმაშენებლის ხეივანში არსებულ სახელოსნოში მ.გ.-მ ყოფილ მეუღლეს ხ.ს.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა მ.გ. 2017 წლის 10 დეკემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


