უკან

საზოგადოება

22 იანვარი, 2018 16:25
font-size

სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვახიეს თავზე - ატენის ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერიის წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ

ატენის 19 ნომრის მცხოვრებლები ნაწილი მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში ჩივილს აპირებს. ადგილობრივები აპროტესტებენ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით უწყებამ ტერიტორიაზე 27-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნებართვა გასცა.

ადგილობრივების ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, ამით მერიამ უგულებელყო უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც ატენის ქუჩაზე მშენებლობა უკანონოდ გამოაცხადა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვახიეს თავზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არ იქნა ეს სასამართლო გადაწყვეტილება შესრულებული“. -თქვა ადვოკატმა პრესკონფერენციაზე.

გაბუნიას თქმით, თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა.

„ბატონ მერს მივმართავთ პირდაპირ, თუ ის არ არის საქმის კურსში მისი სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, პირველი ნებართვა, ერთ-ერთი პირველი ნებართვა, რომელიც ბატონმა კალაძემ გასცა, ეს არის 27-სართულიან კორპუსზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მის საარჩევნო დანაპირებს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გასცემდა ამ ნებართვას,“ - თქვა ადვოკატმა.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

26 ნოემბერი, 2024 , 10:53

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენ

ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე

25 ნოემბერი, 2024 , 18:35

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს: „“ახლები” ხსნიან თავიანთ სიას და არ აღიარებენ ამ ერთკაციან პარლამენტს. იგივეს აკეთებს გიორგი ვაშაძეც. და სად არის “ნაციონალური მოძრაობა”, რატომ აგვი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 17:24

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

25 ნოემბერი, 2024 , 17:00

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების

იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები

25 ნოემბერი, 2024 , 11:32

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქ

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო