მსოფლიო
საშიშროების შემთხვევაში მზად ვართ ჩრდილოეთ კორეას სამხედრო პასუხი გავცეთ - ჯეიმს მეტისი
იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეის გამო ამერიკისა და მისი მოკავშირეების ტერიტორიებს საფრთხე დაემუქრება, ვაშინგტონი „მასიური სამხედრო პასუხისთვის“ მზად არის.
ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, წერს BBC.
“ნებისმიერ საშიშროებას, რომელიც ამერიკას და მის ტერიტორიებს, მათ შორის გუამს, ან ჩვენი მოკავშირეების ტერიტორიებს დაემუქრება სამხედრო პასუხი გაეცემა - მასიური და უფრო ძლიერი პასუხი“,-განაცხადა მეტისმა.
მისი თქმით, ამერიკა ჩრდილოეთ კორეის სრულ განადგურებას არ ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა გააჩნია.
ჩრდილოეთ კორეამ წყალბადი ბომბი გამოსცადა, რომლის დამაგრება შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბომბის გამოცდამ ჩრდილოეთ კორეაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია.
გუშინ კი, ამერიკის პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წევრებთან გამართულ თათბირზე ჩრდილოეთ კორეის ქმედებაზე საპასუხო სამხედრო ვარიანტები განიხილა.
მოგვიანებით კი, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა ამერიკა ჩრილოეთ კორეაზე თავდასხმას, დონალდ ტრამპმა თქვა:“ვნახოთ“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

