საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ “თერგის” დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას დამწვარი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას სთხოვენ
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მეხანძრე მაშველების რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ხანძარი ლოკალიზებულია. ლიკვიდაციის მიზნით კი, სამუშაოები ისევ გრძელდება.
სავაჭრო ცენტრ “თერგის” ტერიტორიაზე მაღაზიების მფლობელები იმყოფებიან. ისინი ელოდებიან ხანძრის სრულად ლიკვიდირებას, რათა საკუთარ სავაჭრო ფართებში შევიდნენ.
მოვაჭრეები ხელისუფლებას დამწვარი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას სთხოვენ.
როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათთვის ხანძრის მიზეზი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებულების უმრავლესობას საქონელი დაზღვეული არ ჰქონდა.
მოვაჭრეების თქმით, ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი ღამით, 00:00 საათის შემდეგ გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20