უკან

საზოგადოება

13 ივლისი, 2017 17:05
font-size

სავალდებული იქნება იმ შენობების დაზღვევა, რომელთაც კონსტრუქციული ხარვეზები ექნება - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის ინფორმაციით, დეველოპერებთან და სადაზღვევო კომპანიებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, სადაც მშენებლობის დაზღვევის შემოღებაზე იმსჯელეს.

როგორც ქავთარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვით, როცა შენობა ექსპლუატაციაში შევა, ის დაზღვეული კონსტრუქციული ხარვეზებისგან უნდა იყოს, რათა ისეთი ფაქტები არ მოხდეს, რასაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი.

„დაზღვევა სავალდებულო იქნება. პირველი რიგში, ეს მრავალბინიან სახლებს შეეხება. კერძო სახლებს შეეხება თუ არა, ეს დამატებითი მსჯელობის საგანი იქნება. საჭიროა დამატებითი კონსულტაციები შესაბამის პირებთან, თუმცა მრავალბინიან სახლებზე აუცილებლად გავრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ შენობაში კონსტრუქციული ხარვეზი აღმოჩნდება ან უფრო დიდი პრობლემა, რამაც შენობა საცხოვრებლად უვარგისი გახადა, დაზღვევის შედეგად, ნაკლის გამოსწორება უნდა მოხდეს, თუ ეს ნაკლი გამოსწორებას ექვემდებარება იმისათვის, რომ ხალხის ინტერესები არ შეილახოს. თუ გამოვლინდა, რომ შენობას ტექნიკური ხარვეზი გააჩნია, ასეთ შემთხვევაში, ამ ხარვეზის გამოსწორება მოხდება. საუბარია, ფარულ ხარვეზზე, რომელიც შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს არ ჩანს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება, რომ ხარვეზი არსებობს“, - განაცხადა ქავთარაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, სადაზღვევო კომპანიებს საშუალება აქვთ, რომ ასეთი პროდუქტი შექმნან. აღნიშნული საკითხის გარდა, ქავთარაძემ ყურადღება „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზეც“ გაამახვილა, რომელიც პარლამენტში მთავრობის მიერ არის ინიცირებული, თუმცა ცვლილებების განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.

„K2 კოეფიციენტის გაყიდვა აღარ მოხდება. თუმცა, იმისათვის, რომ ხისტი მიდგომა არ იყოს, შესაძლებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რომელიც იმას დააკომპენსირებს, თუ შესაბამისმა ქალაქგეგმარების დოკუმენტებმა ამის საჭიროება მოითხოვა. ამის თაობაზე საკომიტეტო განხილვები გვექნება და ისეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომელიც ქალაქს, იერსახის შენარჩუნებას და იმას წაადგება, რომ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ნორმალური საცხოვრისი და გარემო ჰქონდეს იმისათვის, რომ ბავშვები გაზარდონ“, - აღნიშნა ქავთარაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებითვე, ცვლილებები შეეხება მშენებლობასაც და პროექტით, ინსპექტირების ორგანოები შემოდის, რომლებიც მშენებლობის ყველა ეტაპს დააკვირდებიან და ბოლოს, მათ დასკვნა უნდა გასცენ იმის თაობაზე, რომ მშენებლობა ყველა შესაბამისი ნორმის მიხედვით ჩატარდა.

ქავთარაძის ინფორმაციითვე, მუშაობა მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ სამშენებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების სერტიფიცირება მოხდეს.

„ანუ პასუხისმგებელ პირებს ადეკვატური განათლება და ცოდნა ჰქონდეთ იმისათვის, რომ მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესაბამისი ხარისხის იყოს, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან და ქალაქის იერსახე ისეთი იყოს, რომ ნორმალური საცხოვრებელი გარემო არსებობდეს“, - განაცხადა ქავთარაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

26 ნოემბერი, 2024 , 10:53

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენ

ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე

25 ნოემბერი, 2024 , 18:35

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს: „“ახლები” ხსნიან თავიანთ სიას და არ აღიარებენ ამ ერთკაციან პარლამენტს. იგივეს აკეთებს გიორგი ვაშაძეც. და სად არის “ნაციონალური მოძრაობა”, რატომ აგვი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 17:24

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

25 ნოემბერი, 2024 , 17:00

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების

იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები

25 ნოემბერი, 2024 , 11:32

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქ

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო