უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

31 მარტი, 2018 13:05
font-size

სერგეი სკრიპალთან ერთად ჩემი მოწამვლაც იგეგმებოდა - სკრიპალის საქმემ სხვა ყოფილი რუსი ჯაშუში აალაპარაკა

დიდ ბრიტანეთში ГРУ-ის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლამ სხვა ყოფილი რუსი ჯაშუში აალაპარაკა. NBC-თან ინტერვიუში ყოფილმა რუსმა ორმაგმა აგენტმა - ბორის კარპიჩკოვმა განაცხადა, რომ სკრიპალთან ერთად მისი მოკვლაც იგეგმებოდა.

უშუალოდ სკრიპალს კარპიჩკოვი არ იცნობდა.

გამაფრთხილებელი გზავნილი, რომ ის კრემლის სიაში იმყოფებოდა, 59 წლის კარპიჩკოვმა თავის დაბადების დღეზე მიიღო.

ყოფილ ჯაშუშს თებერვლის შუა რიცხვებში მეგობარმა დაურეკა, რომელმაც გააფრთხილა , რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

„ფრთხილად იყავი, გაიხედე ირგვლივ, სავარაუდოდ, რაღაც მოხდება. ეს სერიოზულია და მარტო არ ხარ“, - -უთხრა მეგობარმა კარპიჩკოვს სატელეფონო საუბარში.

კარპიჩკოვი თავიდან ფიქრობდა, რომ ეს ხუმრობა იყო, ჩვეული რუსული შავი იუმორი, თუმცა სკრიპალისა და მისი ქალიშვილი იულიას მოწამვლა მისთვის გაფრთხილება აღმოჩნდა.

კარპიჩკოვი NBC-ის ჟურნალისტებს სასაუბროდ ლონდონის დაქირავებულ სტუდიაში შეხვდა, რადგან არ გათქვა თავისი რეალური ადგილსამყოფელი.

კარპიჩკოვის თქმით, კრემლი ასევე გეგმავდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) რამდენიმე ყოფილი აგენტის ლიკვიდაციას, ასევე 35-გვერდიანი დოსიეს ავტორის, ქრისტოფერ სტილის მკვლელობას, რომელმაც დაწერა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისა და რუსეთის შეთქმულების შესახებ. გარდა ამისა სიაში იყო შეყვანილი ბილ ბროუდერი, რომელიც აქტიურად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში.

კარპიჩკოვი ფიქრობს, რომ თუკი თავდასხმის უკან უშუალოდ ვლადიმერ პუტინი არ დგას, ის ორგანიზებული იქნებოდა უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მაღალი თანამდებობის პირების მიერ.

თვითონ კარპიჩკოვი, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის საიდუმლო ინფორმაციას დასავლეთის სპეცსამსახურებს აწვდიდა, 2006 წელს თავშესაფარი მიიღო ახალ ზელანდიაში. ის რამდნეიმე წლის წინ მოწამლეს, რამაც მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა, მას თმები დასცვივდა და 30 კილოგრამი დაიკლო.

ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია 4 მარტს მოწამლეს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი გამოიყენეს.

იულია სკრიპალი გონზე მოვიდა, რაც შეეხება ГРУ-ის ყოფილ აგენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, თუმცა სტაბილურია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა. ლონდონმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევდა და მოსკოვთან ყველა დონის ურთოერთობა გაწყვიტა.

დიდ ბრიტანეთს შეუერთდნენ აშშ, გერმანია, უკრაინა, დანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, იტალია, კანადა, ჰოლანდია, რუმინეთი, ფინეთი, ესპანეთი და ა.შ. სულ დასავლეთმა 100-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევა.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo