სამართალი
შეეცადნენ, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვნება შესძინონ საქმეს- მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე
„სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები დასკვნაში უტყუარად დადასტურებულ ფაქტად წერენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი ვიზირების ხაზის ქვემოთ იყო, რომელიც იყო ბალიშზე ოდნავ წამოწეული, ხოლო სხეულის მდგომარეობას ზუსტად ვერ ადგენენ“, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის სამხარაულის ექპსერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო.
ადვოკატის განცხადებით, მსგავსი დასკვნით შეეცადნენ, საქმისთვის კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შეეძინათ.
„ამით ისინი შეეცადნენ, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვნება შესძინონ საქმეს.
ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზა და სრულად შეჯამდა საქმის მასალები, ყველა კვლევა, ყველა ექსპერტიზა, რაც საქმის მასალებში იყო. კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი ცეცხლნასროლი დაზიანების მიყენების მომენტში, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა- მაია ნიკოლეიშვილმა და ზაზა ალთუნაშვილმა პირდაპირ გასცეს, სადაც ვიზირების ხაზი დააფიქსირეს. ვიზირების ხაზი გულისხმობს მსროლელიდან ლოგინის ფრაგმენტზე გასულ სწორ ხაზს. მაია ნიკოლეიშვილისა და ზაზა ალთუნაშვილის დასკვნით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ, ანუ თავი იყო ლოგინის ქვეშ,მისი სხეულის მდგომარეობა იყო ვიზირების ხაზის გასწვრივ. ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები სხეულის მდგომარეობას ვერ ადგენენ. თუმცა, უტყუარად დადასტურებულს თვლიან, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ, ლოგინის თავთან, ანუ თავის მდგომარეობას ზუსტად გვიდგენენ, თუმცა, სად იყო მისი სხეული, ვგულისხმობ ფეხს, ტანს, გულ-მკერდს, მარცხნივ იყო გადახრილი თუ მარჯვნივ, ამას ვერ ადგენენ. თუმცა, მთავარი ფაქტია, სად იყო თავი, თუ სხეული მოძრაობს, უპირველეს ყოვლისა, თავს წამოწევდა წინააღმდეგობის გასაწევად", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მან პროკურატურასა და საქმის მწარმოებელ გამომძიებელს მოუწოდა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ და იმ ექსპერტების დასკვნას დაეყრდნონ, რომლებმაც სროლისას მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობა განსაზღვრეს.
„სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს პირდაპირ უნდა დაეწერა ის, რაც გაბედეს და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაწერეს. საბედნიეროდ, გვაქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ვერ განადგურდა და ვერ შეიცვალა, ეს არის ლოგინის თავი, სადაც პირდაპირ არის დაზიანება.
მოვუწოდებ პროკურატურას, გამომძიებელს, ამ საქმის ხელმძღვანელ პირებს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ და იმ ექსპერტების უტყუარ გადაწყვეტილებას დაეყრდნოს, რომლებმაც დაწერეს, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლანი", - განაცხადა ადვოკატმა.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

