უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 ნოემბერი, 2018 14:45
font-size

შეგვიძლია, აქვე დავდოთ პირობა, რომ ეუთო-ს შესაბამისი რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს მადლობას უხდის.

როგორც პარლამენტის სპიკერმა, პლენარული სხდომის დაწყებისას განაცხადა, ის განსაკუთრებით ყურადღებით გაეცნო ეუთო-ს რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით.

„მინდა ზოგადად, მათ მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა ცვლილებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. ეს არის პირველ რიგში ჩვენი პასუხისმგებლობა, პარლამენტის პასუხისმგებლობა და პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეასრულოს აღნიშნული ფუნქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც არის საჭირო უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.

„შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ პირობა, რომ ეუთო-ს შესაბამისი რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული. მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ჩვენს კანონმდებლობაში ეს ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია

6 თებერვალი, 2026 , 11:53

“ათი წელია ცენზურის ისტორიას ვსწავლობ. მართალია მხოლოდ კინოში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ჰოდა არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს”, - ასე გამოეხმა

„ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს - ნინო წილოსანი

4 თებერვალი, 2026 , 17:07

უკვე დადასტურებულად, ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე „გამოაცხვეს“ - კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სი

ათი განცხადება მაინც მოვისმინე, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია - ირაკლი კობახიძე

4 თებერვალი, 2026 , 15:53

საჭიროა ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ, მათ შორის, ბრენდის თემაზე, ათი განცხადება მაინც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, მინდა, შეგ

სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება

4 თებერვალი, 2026 , 15:16

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უწყების ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. როგორ

მამუკა მდინარაძე ამერიკაში გააგზავნეს, ეტყობა, დარსალიას შეხვედრის ფარგლებში რაღაც ვერ მოგვარდა და ახლა ცდილობენ, მდინარაძის ვიზიტით მოგვარდეს - გიგა ფარულავა

4 თებერვალი, 2026 , 15:08

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიგა ფარულავა აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. როგორც ფარულავამ აღნიშნა, შესაძლო

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, ეს მიღწევადია - ირაკლი კობახიძე

4 თებერვალი, 2026 , 14:47

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ზოგადად, რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ყვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი