კომენტარი
შემოიჭრნენ ჩემს პირად სივცრეში, მისმენდნენ, დღესაც ვერ მივიღე პასუხი თუ რა შუაში ვიყავი - თემურ ჯანაშია
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია ადვოკატთან ერთად ე.წ მოდულის შენობაში იმყოფებოდა, სადაც მას 2015 წელს დაწყებული გამოძიების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ჯანაშიას თქმით, სუს-ში განუმარტეს, რომ მასზე ფარული მიყურადება-მოსმენა გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობდა.
"სახელმწიფო გადატრიალებაზე ადრეც დამკითხეს, ახლა გამაცნეს მასალები. ოღონდ იმ ჩანაწერებში ჩემი ჩანაწერი არ იყო. იქ ვიღაც ერთმა მეორესთან საუბარში ახსენა ჩემი სახელი და თვითონ საუბარშივე ირკვეოდა, რომ შემხებლობა ამ საქმესთან არც მანამდე მქონდა, არც მერე მექნებოდა.
მიუხედავად ამისა ვიყავი დაკითხული, შემოიჭრნენ ჩემს პირად სივრცეში, მისმენდნენ, ვერანაირი დასაბუთება ვერ მივიღე ვერც დღეს იმისა, საერთოდ რა მონაწილეობა მქონდა ან რატომ უნდა ვყოფილიყავი დაკითხული და საერთოდ რა შუაში ვიყავი მე. გამაცნეს ინფორმაცია, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენა მიმდინარეობდა, ფარული მიყურადება ხორციელდებოდა.
მე მითხრეს რომ მოსმენის შედეგად არაფერი მნიშვნელოვანი არ იყო და შესაბამისად ეს მონაცემები განადგურებულია“,-განაცხადა ჯანაშიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი
12 იანვარი, 2026 , 17:34
როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა
12 იანვარი, 2026 , 16:19
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის
12 იანვარი, 2026 , 14:47
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი
12 იანვარი, 2026 , 14:26
როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე
9 იანვარი, 2026 , 13:04
უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი
8 იანვარი, 2026 , 15:13


