უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 სექტემბერი, 2017 15:00
font-size

ხვალ რუსთავში „რუსთავქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნება

ხვალ, 16 სექტემბერს, რუსთავში, ,,რუსთავქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში, დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების ოფიციალური მიღებით დაიწყება, სადაც ქალაქ რუსთავსა და აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული 11:30 საათზე სპორტული მარათონით გაიხსნება. მარათონი სასტუმრო ,,რუსთავის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და კოსტავას გამზირზე დასრულდება. 12:00 საათზე კოსტავას გამზირზე, შადრევანთან საზეიმო ტორტი გაიჭრება, რითაც სიმბოლურად გაიხსნება ახლადგარემონტებული კოსტავას გამზირი. კოსტავას გამზირზევე მოეწყობა ,,ვეფხისტყაოსნის“ სცენების ამსახველი თეატრალური პერფორმანსი.

მოგვიანებით, საზეიმო ღონისძიებები ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში გადაინაცვლებს, სადაც სახალხო ზეიმს, საბავშვო გასართობი შოუპროგრამები და კონცერტი გახსნის. 16:00 საათზე კულტურისა და დასვენების პარკის ცენტრში განთავსებულ სცენაზე, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, 17:00 საათზე რუსთავის სკოლების კურსდამთავრებულებს რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე დააჯილდოებენ.

,,რუსთავქალაქობის“ დღესასწაული 20:00 საათზე ჯგუფ „ფრანის“ კონცერტითა და 22:00 სთ-ზე, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

რუსთავქალაქობის დღესასწაული რუსთავში წელს მეჩვიდემეტედ აღინიშნება.

საკვანძო სიტყვები:

რა შეთავაზებები მოქმედებს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში? - ფესტივალის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

14 ნოემბერი, 2024 , 19:47

15-17 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. ბაზრობა სტუმრებს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე უმასპინძლე

500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ზე მიიღეს მონაწილეობა

14 ნოემბერი, 2024 , 16:28

11-14 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი იმართება. ღონისძიება თავს უყრის 3000-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 1000-ზე მეტ ინვესტორს - მათ, ვინც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან. წელს საქართველო მსო

`დაიბრუნე ხმა` – კვირას, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

14 ნოემბერი, 2024 , 15:59

17 ნოემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. "აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება

14 ნოემბერი, 2024 , 15:41

საქართველოში უკვე მეორედ, 29 ნოემბერს, ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - Ecommerce Day 2024 გაიმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა, ქართულ და საე

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო

14 ნოემბერი, 2024 , 12:04

14 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელსაც საქსტატი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ატარებს. მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „აღწერა ორ ეტაპად

რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

14 ნოემბერი, 2024 , 11:54

ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო