არქივი
პოლიტიკა
შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსისგან არასამთავრობო სექტორის მიმართ - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველასვილის განცხადებით, ის შეშფოთებულია პოლიტიკოსების შეტევით არასამთავრობო სექტორზე. ამის სესახებ პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მარგველაშვილმა ასევე NGO-ებს მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის.
„არჩევნების წინა დღეს მე გადავწყვიტე, შეგხვდეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებით უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენი დემოკრატიის პროცესის თვალსაზრისით, არჩევნებს.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ვალდებულების შესრულებისთვის, რომლებიც აღებული გაქვთ ქართული საზოგადოების წინაშე. ეს მადლობა გეხებათ როგორც პირადად თქვენ, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომელთაც თქვენ წარმოადგენთ.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც მიზანმიმართულად თქვენს ობიექტურ მოსაზრებებზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებაში ხდება თქვენზე შეტევა.
ასეთი მენტალობა, როდესაც ობიექტური დამკვირვებელი არის ბრალდებული იმაში, რომ ახორციელებს თავის ვალდებულებას და საზოგადოებად აწვდის ინფორმაციას დარღვევებისა თუ გადაცდომების შესახებ, ასეთი მენტალობა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკას აღიქვამს თავდასხმად, მენტალობა, რომლის კონტექსტშიც თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას, ძლიერებს ამა ქვეყნისა, მიჩნეული ხარ მტრად, წინაპირობაა ტოტალიტარული აზროვნების.
მინდა კიდევ ხაზგასმით მადლობა გითხრათ თქვენი მოღვაწეობისთვის და ვისაუბრო დღეს თქვენ მიერ უკვე განხორციელებულ დაკვირვებაზე, რის თაობაზეც განცხადებებს გავეცანი, მაგრამ უფრო დეტალურად მაინტერესებს თქვენთან საუბარი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

