უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 სექტემბერი, 2017 13:45
font-size

შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული - ანა დოლიძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის შეფასებით, დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს.

მისი თქმით, მიღებიდან რამდენიმე საათში ითხოვენ შეიცვალოს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო.

ასე გამოეხმაურა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას პრეზიდენტისადმი, რომლის მიხედვით, ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

ანა დოლიძის თქმით, შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.

„უნდა დავფიქრდეთ რა ვითარებასთან გვაქვს საქმე. დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ეს ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, ბუნებრივია, გავმართავთ კონსულტაციებს მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, რადგან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობას“,- განაცხადა დოლიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:28

ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:04

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის -ასეთია&

ზურაბ ფარჯიანმა პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - `ნაცი“ არის ბნელი -ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 17:47

ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე ყველაფრის მკადრებელი ადამიანია - კახა კალაძე

12 სექტემბერი, 2025 , 15:13

გედევან ფოფხაძე არის უბინძურესი ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი. მისგან მეტს არაფერს უნდა ელოდო ადამიანი, ისეთი რაღაცები იკადრა. ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები, არასერიოზული ადამიანია, არასერიოზუ

სისულელე გამოიგონეს, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსის დაპირებაზე, პოლიტიკოსის სიტყვებზე სუს-ს ადამიანი დაეკავებინოს - ადვოკატი

12 სექტემბერი, 2025 , 15:01

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დაკავებული ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ მოინახულა. მისივე განმარტებით, დაკავებულ ოპოზიცი

ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი - გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა - ირაკლი კობახიძე

11 სექტემბერი, 2025 , 16:01

ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი, - ამის შესახებ საქართველ