უკან

პოლიტიკა

28 მაისი, 2018 10:55
font-size

შოთა შალელაშვილი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრი, შოთა შალელაშვილი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს.

სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" პირდაპირი ჩართვის დროს საერთაშორისო მაქინაციურ სქემაზე ისაუბრა, რომელშიც სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაადანაშაულა.

სააკაშვილმა აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერული თავდასხმა გაიხსენა, რომელიც თავისი მასშტაბით FBI-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება.

საქართველოს ექსპრეზიდენტის ინფორმაციით, კიბერძარცვაში შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა.

საუბარია 2 მილიარდ დოლარამდე თანხაზე, რომელიც სააკაშვილის თქმით, მოგვიანებით საქართველოში შემოედინებოდა და მისი გათეთრება თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შალელაშვილმა სადეპუტატო მანდატის მეშვეობით ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

„შალელაშვილი, ამ საერთაშორისო აფერისტების ოჯახი იმიტომ, რომ მისი შვილი გასამართლებულია, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიჭირეს მასობრივად ფულის მოპარვისთვის და ამ საქმეში მონაწილეობდნენ რუსული სპეცსამსახურები. მოპარულია 2 მილიარდი დოლარი, ამერიკელებმა ეს აღმოაჩინეს. ამაში მონაწილეობდნენ რუსული სპეცსამსახურები. ჰაკერული სქემა რუსული სპეცსამსახურების ძალიან დამუშავებულია. ამის შემდეგ ჩამოჰყავთ შალელაშვილი საქართველოში, აძლევენ დეპუტატის მანდატს, რა დამსახურებისთვის კაცმა არ იცის. ოფიციალურად აფიქსირებს, რომ აქვს მილიარდი დოლარი. აშენებს ბიტკოინების ქარხანას და ბიტკოინების ქარხანა იღებს პრაქტიკულად უფასოდ თქვენს კუთვნილ დენს. მოიხმარს თითქმის იმდენივე დენს, რამდენსაც თბილისის მოსახლეობის უმეტესობა, მოიხმარს პრაქტიკულად უფასოდ და ამ სიტუაციაში ეს კაცი ათეთრებს საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში და რაში ათეთრებს, რა პროექტებში? თანაინვესტირების ფონდი, რომელიც არის ივანიშვილის ფონდი.

ივანიშვილი აკეთებს იმას, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა. ეს იყო ჯერ გამთეთრებელი ფულის კვანტრიშვილების და უამრავი ხალხი ჰყავთ მაშინ მოკლული. მერე იყო გენერალი ლებედის ფულის გამთეთრებელი, იმ მაფიის, რომელიც იყო დაკავშირებული ალუმინის წარმოებასთან. მან და რამდენიმე რუსულმა ბანკმა დაანგრია რუსეთის ეკონომიკა 1998 წელს, ეს ცნობილი მეჟ-ბანკი. ზუსტად ასეთი საბანკო მაფია შექმნა ირაკლი რუხაძესთან, მამუკა ხაზარაძესთან და ირაკლი გილაურთან ერთად, ახლა უკვე „ქართუ ბანკის“ ბაზაზე საქართველოში. როგორც თავის დროზე ათეთრებდა იარაღის ვაჭრობით შემოსულ ფულს, ზუსტად ასევე ა თეთრებს საერთაშორისო ჰაკერების ფულს და რაში ათეთრებს? - ბიტკოინებში,“-განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 14:06

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვ