უახლესი ამბები
- 27.01.2021 20:33„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
- 27.01.2021 20:10ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
- 27.01.2021 17:40პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 17:40ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
- 27.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა
- 27.01.2021 17:20ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
- 27.01.2021 17:20თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
- 27.01.2021 16:35ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არა - ირაკლი ზარქუა
- 27.01.2021 16:35თუ ასე გაგრძელდა, მერე ვნახოთ, როგორ ჩავერევით - მეუფე იაკობი
არქივი
სამართალი


შსს-მ ,,ბახალას“ საქმის ორგანიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა.
საუბარია საქმეზე, რომელშიც გიორგი გიორგანაშვილი, მეტსახელად „ბახალა“ ფიგურირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ „რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
„მიმდინარე წლის 30 მარტს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი - ი.ქ., რომლის ორგანიზებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის იანვარში ი.ქ. შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გ.გ.-სა და ჯ.ხ.-ს, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ი.ქ.-მ, გ.გ.-მ და ჯ.ხ.-მ აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს. შეთანხმებისამებრ, გ.გ. ი.ქ.-ის ფინანსური დახმარებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა. მან ამ დროის განმავლობაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი, დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალება.
ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით, ი.ქ.-მ განახორციელა შემდეგი ქმედებები: 2017 წლის იანვრიდან იგი, ფაქტობრივად, დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა მამამისის - თ.ქ.-ის კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, რომელიც პაციენტებს რეანიმობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ. ისარგებლა რა აღნიშნულით, ი.ქ.-მ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“ რეანიმობილის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯ.ხ.-ს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ჯ.ხ. 2017 წლის 23 იანვარს რეანიმობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, სადაც მას შეხვდებოდა გ.გ. და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც ჯ.ხ. რეანიმობილში მოათავსებდა. ამგვარი შენიღბული გზით, ჯ.ხ. ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში, შემდეგ კი ი.ქ.-ს გადასცემდა. რეანიმობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, ი.ქ.-ს მითითებით, ჯ.ხ. დაუკავშირდა მათ საერთო ნაცნობს - ლ.შ.-ს, რომელსაც რეანიმობილით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ი.ქ.-მ დაიყოლია ლ.შ., 2017 წლის 23 იანვარს ჯ.ხ.-ს რეანიმობილით წაჰყოლოდა ქალაქ ტრაპიზონში, იმ მოტივით, რომ მას თურქეთში სისხლის ანალიზს აუღებდნენ. ი.ქ. დაჰპირდა ლ.შ.-ს, რომ ტრანსპორტირებისა და სამედიცინო პროცედურისთვის საჭირო თანხას თავად გადაუხდიდა. ი.ქ.-მ, რეანიმობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, მის მიერ ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა.
2017 წლის 23 იანვარს ექიმი, ექთანი და ხელოვნურად შერჩეული პაციენტი თურქეთის მიმართულებით გაემართნენ რეანიმობილით, რომელსაც ჯ.ხ. მართავდა. გზაში რეანიმობილი გაფუჭდა, რის გამოც ექიმსა და ექთანს თბილისში დაბრუნება სურდათ, ვინაიდან ლ.შ.-სთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი.ქ.-მ არ დააბრუნა ისინი თბილისში და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ახალციხის ფილიალიდან სხვა რეანიმობილი გამოიძახა. ჯ.ხ. არ დარჩა გაფუჭებულ რეანიმობილთან და გამოძახებულ რეანიმობილს თურქეთში თვითონაც წაჰყვა, ვინაიდან დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, სწორედ იგი უნდა შეხვედროდა ქ. ტრაპიზონში გ.გ.-ს და დანაშაულის შენიღბვისა და გაადვილების მიზნით, საქართველოში რეანიმობილით წამოეღო ნარკოტიკული საშუალებები.
2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯ.ხ. ფარულად შეხვდა გ.გ.-ს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომლებიც ჯ.ხ.-მ რეანიმობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა. მან ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. 2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანიმობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
ამ დროისთვის, ჯ.ხ. უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ი.ქ.-სთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
27 იანვარი, 2021 , 15:25

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 131 ფაქტი გამოავლინა
27 იანვარი, 2021 , 12:00

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 17:22

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
26 იანვარი, 2021 , 14:10

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა
26 იანვარი, 2021 , 11:45

ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 11:00