უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 ივნისი, 2025 14:09
font-size

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ. დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს – ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები სისტემატურად აორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას – მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე; ასევე, ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა თუ სხვა მეთოდებით. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ჩვენი თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჩვენ მიერ ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა გელა გელაძემ ბრიფინგზე.

საკვანძო სიტყვები:

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.