საზოგადოება
“შვილებს მშივრებს აძინებენ, თვითონვე მშიერი მშობლები”
სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.
"მომაქციეთ ყურადღება ერთი წუთით რა
ძალიან ბევრი ადამიანია შიმშილის ზღვარზე უკვე. აი ჩემი ტელეფონი საერთოდ აღარ ჩერდება, უბრალოდ საჭმელს ითხოვენ ადამიანები გესმით?. შვილებს მშივრებს აძინებენ, თვითონვე მშიერი მშობლები. მარტოხელა მოხუცები, ვისაც სიარული შეუძლია, ურნაში ეძებენ საჭმელს. ამწამს 56 ოჯახია, სადაც ამ დღეებში თუ რამე არ მივუტანეთ, არ ვიცი როგორ იქნებიან. რამდენიმეჯერ ბავშვებს გული წაუვიდათ სკოლაში შიმშილისგან. ნაღდ სტატისტიკას ცოტა მერე დაგიწერთ, ჩემი თვალით ნანახს, ეხლა კი ამ ადამიანებზე მომეხმარეთ რა, როგორც შეძლებთ.
ხვალ, 3 აგვისტოს, შუადღის 15:00- დან, საღამოს 21:00-მდე, ნახალოვკაში, "ქარვასლა"-ს წინ, ავტოსადგომზე იდგება მანქანა და შევაგროვებთ საკვებ პროდუქტებს. გამოდგება ნებისმიერი საჭმელი, ოღონდ მალე არ ფუჭდებოდეს და მგზავრობას გაუძლოს. მაცივარი თითქმის არცერთს არ აქვთ არ დაგეზაროთ მოსვლა, ვისაც შეგიძლიათ რა და იქნებ რომელიმე საკვები პროდუქტების კომპანიები და მარკეტებიც მოგვეხმაროთ, ერთი ყუთი მაკარონით ბიზნესი არ დაგეღუპებათ, ადამიანებისთვის კი ყველა ლუკმა მნიშვნელოვანია. გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ რა, იქნებ საკმარისი მოგროვდეს, დარიგებით ჩვენ დავარიგებთ და ამაშიც ვინმეს თუ გეცლებათ და მოგვეხმარებით, კარგი იქნება ️ ტანსაცმელს ნუ მოიტანთ, ადგილი არ გვექნება და მომავალ კვირას შევაგროვებთ ცალკე.
მოსვლას ვინც ვერ შეძლებთ, ჩარიცხვაც შეგიძლიათ, მაგითაც პროდუქტს ვიყიდით. აბა ჩვენ ვიცით
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი - GE35BG0000000144817300, აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი - GE90TB7603845061100016, აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili. #სიკეთეგადამდებია", - წერს სინჯიკაშვილი.
დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 17:14
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12 დეკემბერი, 2025 , 16:35
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
12 დეკემბერი, 2025 , 12:30
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11 დეკემბერი, 2025 , 19:03
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
11 დეკემბერი, 2025 , 16:41
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
11 დეკემბერი, 2025 , 16:32


