რეგიონები
სიღნაღის რაიონის საბავშვო ბაღიდან 9 ბავშვი კლინიკაში მოათავსეს
სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს.
3-დან 5 წლამდე ასაკის 9 აღსაზრდელი მაღალი ტემპერატურის, პირღებინებისა სიმპტომებით კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს.
,,არქიმედეს’’ კლინიკის მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საქმე ენტერო-ვირუსს ეხება.
მათივე ცნობით, ბავშვებს ამბულატორიული მკურნალობა უტარდებათ და ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, სიღნაღის რაიონის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში გამორიცხავენ, რომ მოზარდების ავადმყოფობა საბავშო ბაღში მიღებულმა საკვებმა გამოიწვია და აცხადებენ, რომ ის ვირუსულ ინფექციას უკავშირდება. მათი ინფორმაციით, ცალკეული მსგავსი შემთხვევა ბაღებში გასულ თვეშიც დაფიქსირდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიეწოდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
30 დეკემბერი, 2025 , 09:03
ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს
26 დეკემბერი, 2025 , 17:18


