პოლიტიკა
სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, ახლა იმავეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას - ირაკლი კობახიძე
ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი, „ხუნტის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ ხდება-ხოლმე - აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით, რაც საქართველოშია ჩამოყალიბებული, რაც არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა, რაც მოქმედებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, ყველა მინისტრი არის პოლიტიკოსი და მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და სახალხო ლეგიტიმაცია. ამ მთავრობაში მაგალითად, ლომჯარიას პრემიერობა, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, რაზეც უკვე ჰქონდათ საუბარი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, ასევე მათი სატელიტების ლიდერებს, მათ შორის „სირცხვილიას“ ლიდერებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს უნდა ჩაბარდეს ქვეყანა, ეს არის პირდაპირი დარღვევა იმ კონსტიტუციური წესრიგის, რომელიც არის განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.
ასეთი რაღაცები: ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი ხდება ხოლმე „ხუნტის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას. ჩვენ გვახსოვს ეს 1992 წელს, ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, ახლა იმავეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას და რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით ჩვენ, რომელიც იყო 1992 წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

