მსოფლიო
სიკვდილით დასაჯეთ - დონალდ ტრამპის განაჩენი ნიუიორკელ ტერორისტს
„ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს“, - ასეთი განაჩენი გამოუტანა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორისტს, რომელიც სამშაბათს ნიუ-იორკში ხალხს დაეჯახა სატვირთო მანქანით.
ტერორისტული აქტს ემსხვერპლა 8 ადამიანი, ხოლო 12 დაშავდა. თვითონ თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ნიუ-იორკელმა ტერორისტმა სიხარულით მოითხოვა „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის დაკიდება საკუთარ პალატაში. მან მოკლა 8 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 12. ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
თავდამსხმელი უზბეკეთიდან იმიგრირებული 29 წლის საიფულო საიპოვია. ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურატურამ უკვე წაუყენა მას ბრალი 8 ადამიანის მკვლელობასა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მატერიალური მხარდაჭერის გამო.
გამოძიებიდან ასევე ირკვევა, რომ:
საიპოვმა თავდასხმა 2 თვის წინ დაგეგმა.
მან სპეციალურად აირჩია ჰელოუინი, რადგან ქუჩაში ბევრი ხალხი იქნებოდა თავმოყრილი
უნდოდა „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის დაკიდება მანქანაზე, თუმცა ზედმეტი ყურადღების მიქცევისგან თავი შეიკავა
სამართალდამცავებმა მის ტელეფონებში აღმოაჩინეს ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდის შემცველი 90 გრაფიკული და ვიდეომასალა.
საიპოვის თქმით, ის შთაგონებულია „ისლამური სახელმწიფოთი“, კერძოდ, ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერით, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადით, რომელიც მოუწოდებს მუსლიმებს, შური იძიონ ერაყში დაღუპულებისთვის.
როგორც გაირკვა, საიპოვი აშშ-ში 2010 წელს მოხვდა. ის კომპანია Uber-ში მძღოლად მუშაობდა.
ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

