უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

7 აპრილი, 2018 12:45
font-size

სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევის თავიდან ასაცილებლად ფეისბუკი ახალ რეგულაციებს აწესებს

ფეისბუკის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა დააანონსა, რომ კომპანია აპირებს, ხელი შეუშალოს ჩარევის მცდელობებს წელს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში. ამის შესახებ ცუკერბერგმა თავის გვერდზე დაწერა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის დამტკიცების შემდეგ ფეისბუკმა დაცვის ახალი ინსტრუმენტები დანერგა, რომლებიც წარმატებულად გამოიყენა 2017 წელს საფრანგეთში, გერმანიასა და ალაბამას შტატში ჩატარებულ არჩევნებში. წაიშალა ათი ათასობით ყალბი ანგარიში.

ახალი რეგულაციით, ედვერთაიზერი (პირი, რომელიც სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებაზე პასუხისმგებელი), რომელსაც სურს პოლიტიკური თუ სარეკლამო განცხადებების გაშვება, უნდა იყოს ვერიფიცირებული (სხვა სიტყვებით, უნდა იყოს შემოწმებული და დამტკიცებული ფეისბუკის ადმინისტრაციის მიერ). ამისათვის ედვერთაიზერმა უნდა დაადასტუროს თავისი ვინაობა და ადგილსამყოფელი. ის, ვინც ვერ გაივლის ვერიფიკაციას, აუკრძალავენ პოლიტიკური თუ სარეკლამო განცხადებების გავრცელებას. ასევე ევდერთაიზერმა უნდა წარადგინონ, ვინ გადაიხადა რეკლამის გაშვებაში.

ცუკერბერგის თქმით, ამ ახალი დამცავი მექანიზმის ტესტირება ხორციელდება კანადაში, ხოლო უკვე ზაფხულისთვის დაინერგება მთელი მსფოფლიოს მასშტაბით.

ფეისბუკი ასევე შეამოწმებს დიდ გვერდებს.

ცუკერბერგის თქმით, პოლიტიკურ ჩარევასთან საბრძოლველად ფეისბუკი აპირებს „ათასობით ადამიანის“ დაქირავებას, რომლებიც ამ პროცესს დააკვირდებიან, რაც გაურთულებს ფეიკ ანგარიშებს ამოფარებულ პირებს სოციალურ ქსელში გვერდების მართვასა და შეაფერხებს დეზინფორმაციის გავრცელებას.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ფეისბუკი დიდი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. საქმე ეხება კომპანია Cambridge Analytica-ს მიერ, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბთან თანამშრომლობდა, ფეისბუკის 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემების უკანონო გამოყენებას.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo