მსოფლიო
სკრიპალების მოწამვლის გამო აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა
დღეიდან აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა, რაც უკავშირდება ГРУ-ის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილი იულიას მოწამვლას დიდ ბრიტანეთში ამ წლის მარტში. ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ქიმიურ იარაღს საერთაშორისო სამართლის დარღვევით, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.
სანქციები ითვალისწინებს, რომ რუსეთს უარი უთხრას ნებისმიერ მხარდაჭერაზე, რომელსაც 1961 წელს მიღებული საგარეო დახმარების კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ეს აკრძალვა არ ვრცელდება ჰუმანიტარულ, კვების პროდუქტებითა და სხვა სასოფლო–სამეურნეო საქონლით დახმარებაზე. სანქციები შეეხო რუსეთისთვის საბრძოლო დანიშნულების აღჭურვილობის მიწოდებაზე. რუსული კომპანიები ვეღარ მიიღებენ ლიცენზიებს რუსეთისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების განსახორციელებლად.
რუსეთის ფედერაცია ასევე უარს მიიღებს აშშ–ის მთავრობის კრედიტებზე, საკრედიტო გარანტიებსა და სხვა ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებსაც ამერიკის სამთავრობო სტრუქტურები ახორციელებენ.
სანქციების დაწესების დებულება ასევე ითვალისწინებს სამ თვეში უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას. კერძოდ, სანქციების მეორე ნაწილი ითვალისწინებს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას ან მათ შეჩერებას, ამერიკული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთიდან აშშ-ში პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ავიაკომპანიების თვითმფრინავების აშშ-ში დაშვების აკრძალვას.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

