უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 დეკემბერი, 2018 14:55
font-size

სოფელ ფოკაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს მოკლულის თანასოფლელებმა და ახლობლებმა ღამით სახლი და ავტომობილები დაუწვეს. შსს-ის ცნობით, დამწვარია სახლი, სათავსო და ორი ავტომობილი.

უწყების განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და არავინ არ დაშავებულა.

გადაწვის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მკვლელობა ფოკაში გუშინ მოხდა. შსს-ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა, 1986 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი - ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პოლიციამ გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ნინოწმინდის რაიონში დააკავა. გ.მ.-მ ჩადენილი დანასაული აღიარა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა