არქივი
მსოფლიო
სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა
სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ელქისა“ და პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ გუშინ საღამოს შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს.
პაშინიანის ინფორმაციით, მათ განიხილეს სომხეთში შექმნილი სიტუაცია და მისი მოგვარების გზები.
ოპოზიციონერმა ლიდერმა დაამატა, რომ პრეზიდენტმა თან მოიტანა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სარქისიანმა დაკარგა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა 2011 წლის დეკემბერში.
გარდა ამისა, პაშინიანი გუშინ შეხვდა პარტია „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელ არსენ ამბარცუმიანსა და საპარლამენტო ფრაქცია „დაშნაკცუტუნის“ თავმჯდომარეს არმენ რუსტამიანს.
ცნობისთვის, „დაშნაკცუტუნმა“ მმართველი ფრაქცია დატოვა საპროტესტო აქციების გამო.
13 აპრილს დაწყებული აქციების გამო პრემიერის პოსტი დატოვა სომხეთის ექს-პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.
დღეს ერევანში აქციები არ გაიმართება. ნიკოლ პაშინიანის თქმით, ერევნელმა აქტივისტებმა ერთი-ორი დღე უნდა შეისვენონ. მიუხედავად ამისა, საინიციატივო ჯგუფი „ჩემი ნაბიჯი“, რომელიც გამოდის მმართველი რესპუბლიკური პარტიის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ, მიტინგს გამართავს ქალაქ გიუმრიში, სადაც მდებარეობს რუსული სამხედრო ბაზა.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

