უახლესი ამბები
- 16.01.2026 18:02საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 16.01.2026 15:37კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
- 16.01.2026 15:28საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
- 16.01.2026 15:24პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
“სოციალური მომსახურების სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველებს დახმარება შეუწყვიტონ “
რაც კოვიდ ვირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, შექმნილმა ზოგადმა ვითარებამ სოციალურად დაუცველთათვის კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. ცხადი გახდა, ის რომ სოციალური მომსახურების სააგენტო, ფაქტობრივა,დ უმოქმედოა, ისინი ქაოსურად მუშაობენ და ეს ყველაფერი პირადად გიოგრგი წოწკოლაურის დამსახურებაა, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, დახმარება შეუწყვიტონ.
„რაც კოვიდ ვირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, შექმნილმა ზოგადმა ვითარებამ სოციალურად დაუცველთათვის კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. ცხადი გახდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო, ფაქტობრივად, უმოქმედოა, ისინი მუშაობენ ქაოსურად და ეს ყველაფერი პირადად გიორგი წოწკოლაურის დამსახურებაა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობს.
ამ მომენტისათვის ასობით და ათასობით ადამიანია საარსებო შემწეობის გარეშე დარჩენილი და ეს ადამიანები შიმშილობენ. თვე-ნახევრის მანძილზე 3 000-ზე მეტ ადამიანს პირადად ვესაუბრე და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შექმნილიყო კიდევ უფრო მეტად ნათელი სურათი იმისა, თუ რა ვითარებაა ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტოში და როგორ მუშაობენ ისინი. ეს უწყება არ არის ორიენტირებული მოქალაქეებზე, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებს, რომ ის შემწეობა, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ, სხვადასხვა მიზეზით შეუწყვიტონ. სოციალური მომსახურების სააგენტო არ ურთიერთობს მოქალაქეებთან და არ ახდენს მათ სათანადო ინფორმირებას.
გარდა ამისა, სააგენტოში მომუშავე პირები ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან დარჩენილები. სოციალურ აგენტებს აპრილის თვეში ხელფასის სახით დაერიცხათ მხოლოდ 80 ლარი და მას შემდეგ, რაც „ახალი საქართველოს" სოციალურმა სამსახურმა გააკეთა განცხადებები, მათ დამატებით ჩაურიცხეს ორმაგი ანუ 160 და ზოგს 120 ლარი, რაც ასევე შეურაცხმყოფელია, რადგან სოციალური აგენტების მუშაობა არის ფასდაუდებელი. ის, რომ მოქალაქეების მხრიდან აგენტების მიმართ არის ნეგატიური განწყობები, სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს დამსახურებაა იმიტომ, რომ საკმარისი ინფორმაცია არ მიეწოდებათ, თუ რამხელა შრომას სწევენ ეს ადამიანები, რა შედის მათ კომპეტენციაში და რა - არა.
ბევრი ხარვეზია, როგორც მოქალაქეების ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური შეფასების ნაწილში, ასევე იმ ინსტრუქციაში, რომლითაც მოქმედებენ სოციალური აგენტები. დღესდღეობით არაერთი მოქალაქეა ე. წ. კონტროლზე აყვალინი და მათთან აგენტები მისვლას ვერ ახერხებენ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს, ხოლო მათ გადაადგილებაზე სააგენტო არ ზრუნავს.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი წოწკოლაურმა უნდა დატოვოს დაკავებული პოზიცია. ეს იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური გადასახადი იმისა, რომ ამდენი ადამიანი საარსებო შემწეობის გარეშეა დარჩენილი.
გიორგი წოწკოლაურის უპასუხისმგებლობის ბრალია ის, რომ დღესდღეობით სოციალური მომსახურების სააგენტო არის ჩამოშლილი და ასობით ადამიანი ელოდება საარსებო შემწეობას. ათასობით განაცხადია ოჯახების მხრიდან მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად დამძიმდა ქყვეყანაში მდგომარეობა და ამ განცხადებებზე რეაგირება ჯერაც არ მომხდარა.
იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ სოციალური მომსახურების სააგენტო ბევრად უფრო მორგებული იქნება მოქალაქეების ინტერესებზე, თუმცა ეს მანამ არ იქნება შესაძლებელი, სანამ იქ იმუშავებენ ისეთი პირები, რომლებსაც გიორგი წოწკოლაური ხელმძღვანელობს," - განაცხადა თეონა ჭალიძემ.
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


