უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 იანვარი, 2017 14:50
font-size

სტამბულში ღამის კლუბის თავდასხმაზე დაკავებულმა პირმა დანაშაული აღიარა

სტამბულის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის განცხადებით, უზბეკეთის მოქალაქემ აბდულკადირ მაშარიპოვმა აღიარა, რომ ახალ წელს თავს დაესხა ღამის კლუბს. შაჰინმა დაამატა, რომ დაკავებულის თითის ანაბეჭდები ემთხვევა თავდასხმის ადგილას აღმოჩენილს, ასევე ის გადიოდა მომზადებას ავღანეთში.

სტამბულის გუბერნატორის თქმით, 2016 წლის იანვარში მაშარიპოვი არალეგალურად ჩავიდა თურქეთში. მასთან ერთად დააკავეს ერაყის მოქალაქე და სამი ქალი. სულ ღამის კლუბ Reina-ზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე 50 ადამიანი დააკავეს.

შაჰინის განცხადებამდე თურქული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პოლიციამ მაშარიპოვი სტამბულის რაიონ ესენიურტში აღმოაჩინა.

ტელეარხ TRT - ის ინფორმაციით, მასთან ერთად იყო მისი 4 წლის ვაჟი. ტელეკომპანია NTV-მ კი გამოაცხადა, რომ მაშარიპოვი დააკავეს მისი ყირგიზი მეგობრის სახლში.

მედიაში ასევე გავრცელდა მამაკაცის ფოტო სახეზე სილურჯეებითა და სისხლის კვალით.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული ბინას ქირაობდა თურქეთის ქალაქ კონიაში ცოლთან და ორ შვილთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ღამის კლუბ Reina-ში მყოს ადამიანებს. შემთხვევას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ობით კი დაშავდა.

თურქეთის მთავრობამ თავდასხმას ტერაქტი უწოდა. მოგვიანებით ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული მოქმედებების გამო.

ანა მებურიშვილი

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo