უკან

პოლიტიკა

29 ოქტომბერი, 2018 15:35
font-size

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების მიზეზი გახდა

ფარული და ასევე, კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სამოხელეო დანაშაულებზეც იქნება შესაძლებელი.

მოქმედი კანონმდებლობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შესაძლებელია, თუ გამოძიება დაწყებულია და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან „სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო.

მთავრობა პარლამენტს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს სთავაზობს, რომლის მიხედვით, ამ მუხლების ჩამონათვალს სამოხელეო დანაშაულების მთლიანი თავი (თავი XXXIX) ემატება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა ყურადღება გამახვილებული.

განმარტებით ბარათში წერია, რომ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც ევროპული სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო.

“2017 წლის 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე - “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (N72508/13) გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა (რომელიც 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდა) კანონიერი იყო. დიდმა პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 5.1 მუხლი, აგრეთვე 5.3 მუხლი (რაც ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხება).

ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა კონვენციის 5.3 მუხლის დარღვევა საქართველოს სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე, 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში - 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე ( ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდი). ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ამ ეპიზოდთან მიმართებით დადგენილი დარღვევა განპირობებულია, სხვებს შორის, იმ გარემოებით, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მომჩივნის, ი. მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების მიზნით, ვერ მოხდა მის მიერ დასახელებული შესაბამისი პირების სატელეფონო ჩანაწერებისა და მობილური კავშირის ანძების მონაცემების შემოწმება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 21 ივნისს, ი. მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სატელეფონო კავშირებისა და ანძების გადამოწმების შესაძლებლობას, სსსკ-ის XVI თავის (კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები) 136-ე მუხლის (დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა) პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებიც აღნიშნული მუხლითაა გათვალისწინებული, ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143/2-143/10 მუხლების დებულებები, რომლებიც ზემოთ არის მიმოხილული.

აქედან გამომდინარე, ი. მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მობილური ოპერატორებისგან გამოეთხოვა ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო.

საქართველოს მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება კანონში არსებული ჩანაწერის გამო იყო შეუძლებელი, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა. აღნიშნულ საქმეზე განახლებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება მოქმედი კანონმდებლობით ამჟამადაც მოკლებულია ამგვარი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ახლავს თან.

ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე