საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია:
შპს ,,კოსმო ინკ“, ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20);
ინდმეწარმე ჰ. ს. (მის: გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);
შპს ,,მიაო ჯია“ (მის: თაბუკაშვილის ქუჩა 6);
შპს ,,იომი 1977“ (ს/კ 404747716, მის. გამრეკელის 3);
ინდმეწარმე დ. ქ. (სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (მის: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ. მ/ტ);
შპს ,,რ ნ ა ენთერფრაისი“, (მის: შ. ნუცუბიძის 2);
შპს ,,ალ მადინა კეივ“ (მის: ტეტელაშვილის ქუჩა 2);
შპს „იოკო აზია” (კაფე-ბარი რესტორანი; ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19);
შპს „ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ”, ჩინური რესტორანი “ბამბუ” (;ს/კ 405649794, მის: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის 32).
კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გარდა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
„იმედის“ მფლობელი “ტელე იმედს“ ემშვიდობება
6 თებერვალი, 2026 , 20:02
„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა
6 თებერვალი, 2026 , 19:24
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
6 თებერვალი, 2026 , 18:07
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
6 თებერვალი, 2026 , 16:56
ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ჯანდაცვის სამინისტრო
6 თებერვალი, 2026 , 14:44
კომპანიები: „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე ფასს 5%-ით შეამცირებენ - მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია
6 თებერვალი, 2026 , 13:14


