უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 ივნისი, 2018 14:20
font-size

სუს-ის ფუნქციები მნიშვნელოვნად არის გადასახედი - სოფო ვერძეული

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული ამბობს, რომ სუს-ის ფუნქციები მნიშვნელოვნად არის გადასახედი.

მისი თქმით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გაზრდის მიზნით ორგანიზაციას აქვს გარკვეული რეკომენდაციები.

„სუს-ის ხელში დღეს თავმოყრილია ჭარბი კომპეტენცია. ის ფლობს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა დანაშაულის და კორუფციული ფაქტების გამოძიება, რაც არის სრულიად შეუთავსებელი უსაფრთხოების სამსახურის ბუნებასთან, მის ანალიტიკურ საქმიანობასთან, რომელსაც ის რეალურად უნდა ეწეოდეს. პრაქტიკულად არ არსებობს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის ან სხვა ფორმით კონტროლის მექანიზმი. ამდენად, ერთ-ერთი ყველაზე დახურული და ფართო უფლებამოსილებების მქონე უწყება ფაქტობრივად დარჩენილია სათანადო სასამართლო თუ საპარლამენტო კონტროლის გარეშე, რაც სერიოზული პრობლემაა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, პირველ რიგში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გაზრდის მიზნით, საჭიროა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების პროცედურის რეფორმა, რათა ეს არ იყოს ერთპიროვნულდ მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების საგანი. ასევე ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად არის გადასახედი სუს-ის ფუნქციები. მას არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქცია ისევე როგორც არ უნდა ფლობდეს დროებითი მოთავსების იზოლატორს, არ უნდა ჰქონდეს პირების დაკავების უფლებამოსილება. საპარლამენტო კონტროლის ნაწილში შესაქმნელია ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც მუდმივმოქმედ რეჟიმში განახორციელებს სუს-ის საქმიანობის კონტროლს და რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური მონაწილეობისგან. სასამართლო კონტროლის ნაწილში ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული პრობლემა რომლის მიხედვითაც, სუს-ს შეუძლია კონტრდაზვერვის ფარგლებში, სასამართლო ნებართვის გარეშე ფარულად მოისმინოს და გადაიღოს ფოტო- აუდიო მასალა, არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო“, -განაცხადა სოფო ვერძეულმა.

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი

12 იანვარი, 2026 , 17:34

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას.  „ძალიან ძნელია. დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებ

როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა

12 იანვარი, 2026 , 16:19

დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონ

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის

12 იანვარი, 2026 , 14:47

ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ფავლენიშვილმა ა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი

12 იანვარი, 2026 , 14:26

თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რა

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე

9 იანვარი, 2026 , 13:04

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რო

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი

8 იანვარი, 2026 , 15:13

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  პროცედურაა, რომ თავდაპირ