არქივი
პოლიტიკა
თამარ სანიკიძე გიორგი ვაშაკიძემ შეცვალა, ხოლო მაია მიმინოშვილი - სოფო გორგოძემ
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა. კერძოდ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - გიორგი ვაშაკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ბერიკა შუკაკიძე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი - სოფო გორგოძე გახდა.
გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, მის მოადგილედ ინიშნება ნათია ზედგენიძე, ხოლო მოქმედი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე მინისტრის მოადგილის მოვალეობას 2018 წლის 31 დეკემბრამდე შეასრულებს.
ცნობისთვის, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თავისი მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამავე დღეს გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

