საზოგადოება
„ტამიფლუ“ დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება
ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება.
კონკრეტულად რომელ ფილიალებში გაიყიდება პრეპარატი, ამის გასაგებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, დავით ტორუას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, თავისი მარაგებიდან პრეპარატი აფთიაქებში დაერიგებინა.
„800 კოლოფი არის გადანაწილებული. დილით რაიონებშიც მოხდება აღნიშნული პრეპარატის გადანაწილება და ის დეფიციტი, რომელიც იყო, აღმოიფხვრება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უფასო მედიკამენტები კონკრეტული ჯგუფებისთვის – ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადებები“, – განაცხადა დავით ტორუამ.
„ტამიფლუს“ მარაგები ქვეყანაში 10 იანვრიდან შეივსება. პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის ნებადართული.
დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 17:14
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12 დეკემბერი, 2025 , 16:35
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
12 დეკემბერი, 2025 , 12:30
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11 დეკემბერი, 2025 , 19:03
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
11 დეკემბერი, 2025 , 16:41
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
11 დეკემბერი, 2025 , 16:32


