უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 ივლისი, 2018 17:00
font-size

თანამდებობაზე რომ ვყოფილიყავი, ყირიმის ანექსიას არ დავუშვებდი, მაგრამ ობამამ დაუშვა - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 16 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინაზე ისაუბრებს.

„ორშაბათს პრეზიდენტ პუტინს შევხდები და ვილაპარაკებთ სირიაზე, ვისაუბრებ არჩევნებში ჩარევაზე [რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე], სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრებთ, უკრაინაზეც... საინტერესო იქნება იმის მოსმენა, რას მეტყვის.. მან შეიძლება, უარყოს, შეიძლება თქვას, რომ „მე ეს არ გამიკეთებია“. მე კი შემიძლია, ვუთხრა „ეს აღარ ქნა““, -დასძინა ტრამპმა ბრიუსელში, ნატოს სამიტზე.

ტრამპმა თავისი წინამორბედი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ მან დაუშვა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. მას ჰკითხეს, კომენტარი გაეკეთებინა ყირიმის ანექსიის აღირების შესაძლებლობაზე.

„ეს საინტერესო კითხვაა, რადგან იმაზე ბევრად ადრე, სანამ ამ თანამდებობაზე მოვხდებოდი, პრეზიდენტმა ობამამ ეს [რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია] დაუშვა. ეს იყო მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს. ფაქტობრივად ისინი აშენებენ ხიდს ყირიმში, გახსნეს დიდი ხიდი, ააშენეს ნავსადგური წყალქვეშა ნავებისთვის. ეს იყო ბარაკ ობამას მმართველობის დროს. ამას არ დავუშვებდი, თანამდებობაზე რომ ვყოფილიყავი, მაგრამ მან დაუშვა. ამჟამინდელი წერტილიდან რა მოუვა ყირიმს - არ ვიცი, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ხდება. მაგრამ ეს ობამას პასუხისმგებლობაა“, -აღნიშნა ტრამპმა.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ