არქივი
პოლიტიკა
ტატუნაშვილის საქმეზე კარასინმა ის თქვა, რასაც ველოდი - ზურაბ აბაშიძე
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრა შეაფასა. აბაშიძის თქმით, მხარეებმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე იმსჯელეს.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, კარასინმა ის თქვა, რაც მოსალოდნელი იყო.
„რუსმა კოლეგამ განაცხადა, რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს. მან თქვა ის, რასაც ველოდი, რომ ამაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში“, - განაცხადა აბაშიძემ.
ქართველი დიპლომატის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თაობაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
დღევანდელი შეხვედრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად გაიმართა.
ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღის ფორმატი 2012 წლიდან არსებობს.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

