უახლესი ამბები
- 19.01.2021 17:19თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
- 19.01.2021 14:40მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
- 19.01.2021 14:40ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
არქივი
საზოგადოება


თავად დაზარალებულებმა უნდა გამოთქვან მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი - გუკა რჩეულიშვილი
დღეს პროკურატურაში „ცენტრ-პოინტის“, m2-ის, „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებისა და პროკურატურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. m2-მა, რომელიც „ცენტრ-პოინტის“ აქტივების ყიდვას გეგმავს, წარუდგინა დაზარალებულებს გეგმა, როგორ იქნება დაკმაყოფილებული მათი მოთხოვნები.
დაზარალებულების ინფორმაციით, კომპანია გეგმავს 2020 წლისთვის ყველა ობიექტის დასრულებას. მათი თქმით, მათ თეთრი კარკასის მაგივრად შავ კარკასს სთავაზობენ, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი წინადადებას დათანხმდებიან. მიუხედავად ამისა, დაზარალებულები ეწინააღმდეგებიან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. მათი თქმით, მშენებლობების დასრულებამდე რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი ციხეში უნდა ისხდნენ.
„ცენტრ-პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, მხარეებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება დაზარალებულებს ეკუთვნით.
„ჯერჯერობით არანაირ პოზიციაზე არ შევთანხმებულვართ. დაზარალებულებს შევთავაზეთ გამოსავალი. ახლა მათი გადასაწყვეტია, თანახმა არიან თუ არა. ასეთი ჩიხური მდგომარეობიდან ეს ერთადერთი გამოსავალია. ამ მომენტში უკეთესს ვერცერთ მხარეს ვერ შევთავაზებთ.
კომპანია, რომელიც იყიდის „ცენტრ-პოინტს“, რა თქმა უნდა, გამოთქვამს მზადყოფნას, ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდეს. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, თავად დაზარალებულებმა უნდა გამოთქვან მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.
რჩეულიშვილის განცხადებით, თუ გარიგება შედგება, მას შემდეგ გაფორმდება საპოროცესო შეთანხმება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45