უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2017 12:10
font-size

თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ შვედეთის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა გამართა

შვედეთის სამეფოში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, საკანონმდებლო ორგანოს - რიკსდაგს ესტუმრა. შვედეთის პარლამენტში ქართულ მხარეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ალან ვიდმანმა უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ შვედ კანონმდებლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და თავდაცვის სტრატეგიული განვითარების ხედვა გააცნო. მინისტრმა შეხვედრაზე გააჟღერა ინიციატივა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ფორმატში საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისა და გაფართოების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ნატოს ეგიდით მიმდინარე პროექტები, მზადყოფნის პროგრამა და საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. თავდაცვის მინისტრის თქმით, შვედ ექსპერტებთან კონსულტაციები არსებითად მნიშვნელოვანია რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის და ქართველ სამხედროებს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხითაც.

შეხვედრაზე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ალან ვიდმანმა განაცხადა, რომ შვედეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.

შვედი პარლამენტარების შეკითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია პასუხობდნენ. დისკუსიას საქართველოს თავდაცვის ატაშე ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ ჯამურელი და შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შვედეთის სამეფოსა და საქართველოს სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებთ. ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე მზად არის შვედეთის სამეფოსთან პარტნიორობა კიდევ უფრო გააფართოვოს. მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების პარალელურად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში კი, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2017 წლის თებერვლიდან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შვედი ექსპერტის ჩართულობაზე, რომელიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

შვედეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო უელსის სამიტზე მიღებული გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატს, რომელშიც საქართველო და შვედეთია გაწევრიანებული. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანა აღნიშნული მიმართულებით რეგულარულად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ კონსულტაციებსა და სტრატეგიულ დისკუსიებში.

შვედეთის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში - რიკსდაგში სტუმრობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ხვალიდან ლევან იზორია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ესტონეთში გადაინაცვლებს, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

საკვანძო სიტყვები:

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ