უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ოქტომბერი, 2019 14:55
font-size

„თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების დარიგებას განაგრძობს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბაზარზე მედიკამენტების მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ მასშტაბურ კამპანიას აგრძელებს.

როგორც „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პროგრამა ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტს და საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითღირებულებაში გადაცემას გულისხმობს. დაინტერესებული პირები წამლებს, ქართულ აფთიაქებთან შედარებით, 1/3 ფასში მიიღებენ.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, პროგრამის ფარგლებში პრეპარატი „პრესტანსი“ გოდერძიშვილების ოჯახს პირადად გადასცა. მოქალაქემ მედიკამენტი „თავისუფალი საქართველოს“ ელექტრონულ აფთიაქში 12.58 ლარად შეიძინა.

„თავისუფალი საქართველო” ამჟამად იაფი მედიკამენტების პროგრამას საპილოტე რეჟიმში ახორციელებს, რაც ერთეული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების საცალო, სადემონსტრაციო მიწოდებას გულისხმობს. ამასთან, 16 ოქტომბერს იწურება ვადა განცხადებაზე, რომლითაც პარტიას სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსგან ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის და რეალიზაციის ნებართვა აქვს მოთხოვნილი. შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მსურველს მოამარაგებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე