უკან

საზოგადოება

13 ნოემბერი, 2018 14:20
font-size

თბილისის 150-ე სკოლაში რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ახალი სასწავლო საპილოტე მოდელი წარმატებით დასრულდა - განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში სააზროვნო უნარების განვითარებაზე დაფუძნებულ ახალი მოდელის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში საპილოტე რეჟიმში წარმატებით მიმდინარეობს, - ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“ I-IV კლასების ყველა მოსწავლე და პედაგოგია ჩართული, რომლებიც სასწავლო პროცესის დაგეგმვა-გაუმჯობესებაზე სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. მეორე სემესტრიდან პროექტი საქართველოს მასშტაბით 50 სკოლაში დაინერგება, ხოლო 2023 წლამდე საქართველოს ყველა საჯარო სკოლას დაფარავს.

განათლების სამინისტროს ცნობით, ხაზგასასმელია, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია და მისიას პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით შეაიარაღებს.

პროექტის ფარგლებში, სამინისტროს ექსპერტები პედაგოგებთან იმ ძირითადი მიმართულებებით მუშაობენ, როგორიცაა მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შემუშავება და დანერგვა; ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა. სკოლებში დაინერგება ასევე ცნებების პედაგოგიკა, რაც მოსწავლეებში აღმოჩენისა და ძიების ინტერესს გააძლიერებს.

მოსწავლეთა გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით საკუთარი გამოცდილებით შეიძენენ ცოდნას მათთვის უცნობ სფეროებში. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ციფრული ტექნოლოგიები, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, ასევე წარმართვაში. კონსტრუქციულ გარემოში მოსწავლეთა ცოდნა-გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტიური კვლევა-ძიებითი, შემეცნებითი პროცესების წარმოება ხელს შეუწყობს ცოდნის გააზრებულად კონსტრუირებას და დარგობრივი ცნებების აზროვნების ინსტრუმენტებად გარდაქმნას. მსგავსი მიდგომები კი სწავლა-სწავლების ხარისხის გააუმჯობესებს, რაც სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს - მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

19 ნოემბერი, 2025 , 08:47

საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას, სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი)  უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს, რომლებმაც 1

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება

18 ნოემბერი, 2025 , 15:57

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, უკვე მესამე წელია კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია, მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატ

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლიდნენ

18 ნოემბერი, 2025 , 15:28

საქართველოს ბანკის მობილბანკში გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ნოემბერში კიდევ სამმა მომხმარებელმა მეორე ეტაპის 50 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან ფულადი პრიზები მიიღო. გათამაშების მესამე ეტაპი კი უკვე

საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

18 ნოემბერი, 2025 , 13:58

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შესარჩევ ციკლს საქართველო ბულგარეთთან გასვლითი შეხვედრით დაასრულებს. მატჩი სოფიაში, 18 ნოემბერს, 23:45-ზე გაიმართება. ბულგარეთი ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია და ცხადია, ამ ეტაპის დას

მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო

18 ნოემბერი, 2025 , 12:02

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის დ

ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

18 ნოემბერი, 2025 , 11:47

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახალ პროექტს ახორციელებს.  ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალ