პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს
დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და დატოვეს.
როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ბოიკოტი საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალებთან ერთად, 205 000 თბილისელს არჩევანი მოპარა.
„ამ ადამიანებმა მოსახლეობას არჩევანი მოპარეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ზეწოლა იყო და ათობით დირექტორია მოხსნილი პირველი ტურის შემდეგ. ასევე ზეწოლა იყო „თბილსერვის ჯგუფში“, სადაც პირდაპირ მეეზოვეებს აიძულებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელ საარჩევნო კამპანიაში ჩართულები იყვნენ დეპუტატები, კრიმინალები, რომელთან ერთადაც 205 000 თბილისელს მოპარეს არჩევანი. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს სხდომას და არ ვესწრებით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.