სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირის საქმეზე განაჩენს პირველ სექტემბერს გამოაცხადებს
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს პირველ სექტემბერს გამოაცხადებს. მანამდე, 25 და 27 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომებზე ადვოკატები – დასკვნით, ბრალდებულები კი საბოლოო სიტყვას იტყვიან.
დღეს ბრალდების მხარე ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ამბობდა დასკვნით სიტყვას და ამტკიცებდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობა ჩაიდინეს და დააზიანეს პოლიციელები.
დღეს დაცვის მხარის ოთხი მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნული მოწმეები უდავო გახადა და აღარ დაიკითხნენ. დღესვე საქმეს მტკიცებულებად სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დაერთო, რომლის მიხედვითაც, თორნიკე გოშაძის და ირაკლი მიმინოშვილის ვიდეოები მონტაჟის კვალს შეიცავს როგორც წყვეტის, ისე გამოსახულების თვალსაზრისით.
ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებამ ვიდეომტკიცებულება გააყალბა და მიმინოშვილის და გოშაძის კადრს კონტექსტიდან ამოგლეჯილად პოლიციელების კადრი მიაბა, თითქოს ბრალდებულები ნივთებს პოლიციელებისკენ ისროდნენ. დაცვის მხარის თქმით, ეს სიყალბე ექსპერტიზამ დაადასტურა.
ადვოკატების თქმით, საქმეში არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე ბრალდებულმა პოლიციელი დააზიანა.
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

