უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 ივნისი, 2018 11:45
font-size

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელს განიხილავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის კვოტით გასულმა არამოსამართლე წევრმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივლა. საქმე ეხება მიმდინარე წლის თებერვალში იუსტიციის საბჭოს მიერ ანა დოლიძის აცილებას უვადო მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებიდან და კენჭისყრის პროცესიდან. მისი აცილება მოსამართლეებმა მოითხოვეს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ინტერესებს საია იცავს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განმარტებით, ანა დოლიძის შემთხვევა შეიძლება ტენდენციად იქცეს.

„ეს შეიძლება გახდეს არაერთი და ორი შემთხვევა. ეს შეიძლება გახდეს ტენდენცია და შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მუდმივად საბჭოს წევრს ჰქონდეს იმის განცდა, რომ თუ ის ღიად ისაუბრებს პრობლემებსა და გამოწვევებზე, შესაძლოა, ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების შერჩევასთან, მოხდეს მისი აცილება და ვერ შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილება. ამიტომაც მგონია, რომ ეს სარჩელი, რაზეც ანა დოლიძის ინტერესებს იცავს საია, არის დასაბუთებული“, - განაცხადა სალაძემ.

პროკურატურამ დააკავა სკოლის ბუღალტერი, რომელმაც სკოლის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა დროს 2 161 806,52 ლარი გადარიცხა და რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო

12 სექტემბერი, 2025 , 20:05

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრა

კახა კალაძე საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

12 სექტემბერი, 2025 , 17:15

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შე

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის - სუს-ი

12 სექტემბერი, 2025 , 15:07

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხო

პროკურატურამ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

12 სექტემბერი, 2025 , 14:53

საქართველოს პროკურატურამ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უკრაინის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფო

გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი - შსს

12 სექტემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოა

8, 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან ორი პირი გათავისუფლდა, საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ მეგი დიასამიძესთან დაკავშირებით კი პროკურატურამ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა - შსს

12 სექტემბერი, 2025 , 11:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8, 9 სექტემბერს დაკავებული სამი პირიდან ორი გათავისუფლდა, ერთი დაკავებულის, მეგი დიასამიძის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, პროკურატურამ სასამართლოს