უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
29 დეკემბერი, 2017 17:25
თბილისში ბეტონის კონსტრუქციის შუა ნაწილის ჩამონგრევის შედეგად 2 მუშა დაშავდა
თბილისში, კოსმონავტების 45 ა-ში მიმდინარე მშენებლობაზე ბეტონის კონსტრუქციის შუა ნაწილი ჩამოინგრა და ორი მუშა მოიყოლა.
დაშავებული მუშები ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე უკვე მივიდნენ მივიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.