არქივი
პოლიტიკა
თეა წულუკიანის თქმით, თუ ის მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნება, ის კონკრეტულ იდეებს წარადგენს
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობის შედგენა არის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პრეროგატივა და ყველა უნდა დაელოდოს მის გადაწყვეტილებას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული პროცედურით მამუკა ბახტაძემ უნდა შესთავაზოს თავისი კაბინეტის შემადგენლობა და კანდიდატები იმ პარტიას, რომელსაც უმრავლესობა აქვს პარლამენტში.
„როგორც ვიცით, დღეს პრემიერ-მინისტრი ასრულებს კონსულტაციებს მმართველ პარტიასთან, რათა მისი იდეა, რომელიც სამინისტროების შემცირებას ეხება, დეპუტატებთან იყოს განხილული. საბოლოო გადაწყვეტილება, დაეთანხმებიან თუ არა მმართველი პარტიის წევრები ამ წინადადებას, დღეს გახდება ცნობილი. დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას „ქართული ოცნების“ რიგებში ფართე მხარდაჭერა ექნება”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი განმარტებით, მცირე მთავრობა გულისხმობს იმას, რომ ნაკლებმა რესურსმა უფრო მეტი საქმე გააკეთოს.
„იმედი მაქვს, ახალი შემადგენლობა, რომელიც ნდობას მიიღებს, ის სამინისტროები ვინც გაერთიანდებიან, შეძლებენ, რომ ეს იდეები განახორციელონ პრაქტიკაში", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის ახალ შემადგენლობაში მოხვდება, მას კონკრეტული იდეები ექნება, თუ როგორ უნდა გატარდეს იუსტიციის სამინისტროში მცირე მთავრობის იდეა პრაქტიკაში.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

