არქივი
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში აზია-ოკეანეთის ქვეყნების რეგიონულ ფორუმს გახსნითი სიტყვით მიმართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს. ინდონეზიის მთავრობის ორგანიზებულ ფორუმს, რომელშიც აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით ესწრება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.
თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ განმარტა საქართველოს, როგორც „OGP“-ის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები 2018 წლის განმავლობაში. თავისი გამოსვლის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის მნიშვნელობაზე, რომელსაც 2018 წლის ზაფხულში საქართველო უმასპინძლებს. თეა წულუკიანმა ღონისძიების მონაწილეებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ „OGP“-ის მომდევნო გლობალური სამიტის თემატიკის განსაზღვრაში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული ფორუმის ფარგლებში არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი. იუსტიციის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მინისტერიალში, სადაც ის საქართველოს წარმატებულ მაგალითზე კოლეგა მინისტრების, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ისაუბრებს და პარტნიორი ქვეყნების შეკითხვებს უპასუხებს; გამართავს შეხვედრებს ყირგიზეთის, სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და ინდონეზიის მთავრობების წარმომადგენლებთან. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ინდონეზიას შორის. იუსტიციის სამინისტრო ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების სამინისტროს გამოცდილებას გაუზიარებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის სახელმწიფო სისტემის მშენებლობის, სახელმწიფო სერვისების გამარტივების, ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით.
„OGP“-ის თავმჯდომარეობა საქართველომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საფრანგეთისაგან გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

