უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
თელავში მერობის კანდიდატად ცხვარი ,,წარადგინეს“ (video)
თელავში ადგილობრივი აქტივისტებმა, რომლებიც ქალაქ თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ, თელავის მერობის კანდიდატად ცხავარი “წარადგინეს”.
ვიდეომიმართვა მათ სოციალურ ქსელ facebook-ში გაავრცელეს.
“ვითარება არის ასეთი – თვითმმართველობა რეალურად არ გვაქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანი არ გვექნება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ არ აქვს მაინცა და მაინც მნიშვნელობა, ვინ იქნება თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან”, – აცხადებენ აქტივისტები და აქვე მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ თუ სურთ, ისევ ცხვარს მისცენ ხმა, ბიულეტინზე მიაწერონ ცხვარი და ის შემოხაზონ.