სამართალი
ტელეკომპანია “იბერია”-ს საქმეზე პროკურატურამ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.
დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ წერილობითი მტკიცებულები წარადგინა. კერძოდ, პროცესზე საქმის მე- 6 და მე-7 ტომები გამოიკვლიეს.
აღნიშნულით ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
როგორც სასამართლო სხდომაზე აღინიშნა, დღეს გამოკვლეულ ტომებში მოცემულია მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის მათიც, ვინც ჯერაც არ დაკითხულა საქმის სასამართლო განხილვებისას. მათ შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მომდევნო სხდომების განმავლობაში ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს.
პროკურორ ემზარ გაგნიძის განმარტებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებიდან ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და მისი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის ბრალეულობა დასტურდება.
,,ბრალდების მხარემ სასამართლოს ყურადღება გაამახვილა სწორედ იმ წერილობით მტკიცებულებებზე, რომლიდანაც დოკუმენტურად დასტურდება გიორგი ლაცაბიძისა და ზურაბ ადეიშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენა.
ბრალდების მხარე ისევე, როგორც მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასკვნით სიტყვაში დეტალურად მიმოიხილავს ყველა იმ მნიშვნელოვან მომენტს, რომლითაც დასტურდება ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძის ბრალეულობა“, - განაცხადა დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ემზარ გაგნიძემ.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბერს, 13:30 საათზე განახლდება.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


