მსოფლიო
ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესში ტერიტორიების საკითხი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება.
„ვგრძნობ, რომ ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოცდაა, მაგრამ უკრაინას მაქსიმალურად დავიცავთ ამ საკითხებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან Zoom-ბრიფინგის დროს.
უკრაინის ლიდერის თქმით, აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესმის, რომ უკრაინა არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.
„ეს არ უნდა იყოს მეორე ბერლინი“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, კონტაქტის ხაზით გაყოფილი ქალაქები და დასახლებები ვერ იცხოვრებენ ნორმალურად:
„თუ რომელიმე ტერიტორიაზე ამ ხაზს უცვლელად დავტოვებთ, ქალაქები უბრალოდ დაიცლება მოსახლეობისგან. არავინ დაბრუნდება ნახევრად გაყოფილ ქალაქში... თუ ეს დიდ ქალაქებსაც შეეხება, ეს იქნება ბერლინი.
მე ღიად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს: „გვინდა თუ არა ბერლინი?“ გვინდა თუ არა მსგავსი დაყოფილი ქალაქები? ვფიქრობ, ერთმანეთს სწორად გავუგეთ – ბერლინის კედელი გამოსავალი არ არის. ამიტომ ვეცდებით, რომ ეს საკითხი სწორად ვმართოთ.“
ზელენსკის განცხადება მიუთითებს, რომ უკრაინა მზადაა მშვიდობიანი დიალოგისთვის, მაგრამ არ დათმობს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამავდროულად, კიევში აცნობიერებენ, რომ ეს იქნება ყველაზე რთული საკითხი მოლაპარაკებების პროცესში.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

