უკან

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2016 16:20
font-size

ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი - ეკა მიშველაძე

პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერლინისა და ანკარის ტერაქტების გამო, ასევე ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

,,გვსურს გამოვეხმაუროთ გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარ შემზარავ ფაქტებს. პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერლინისა და ანკარის ტერაქტების გამო, ასევე ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო. ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი ცივილური სამყაროსთვის. ტერორიზმი ეს არის სენი, რომელსაც კაცობრიობა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა აღუდგეს წინ. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს’’, - განაცხადა მიშველაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ასევე გამოეხმაურა სირიაში შექმნილ ვითარებას.

,,საგანგაშო ვითარებაა სირიაშიც, სადაც ყოველდღიურად იღუპებიან ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა. პრეზიდენტის აზრით, შექმნილი მდგომარეობა დაუყოვნებლივ და ქმედით რეაგირებას მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული უდანაშაულო მსხვერპლი. ჩვენ ვეძებთ გზებს სირიაში მყოფი ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ამ საკითხზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა დღეს გაიმართება’’, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე