უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

25 თებერვალი, 2017 12:37
font-size

თეთრ სახლში ბრიფინგზე წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენლები არ შეუშვეს

თეთრ სახლში პარასკევს გამართულ ბრიფნგზე, რიგი წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენელი არ შეუშვეს.

ბრიფინგს მიღმა დარჩნენ: ტელეარხები BBC, CNN, გაზეთები New York Times და Los Angeles Times, ასევე, საიტები BuzzFeed News და Politico.

New York Times წერს, რომ პრეს-მდივნის წარმომადეგნლებმა შონ სპაისერის ბრიფინგზე ჟურნალისტები შერჩევით შეიყვანეს.

ბრიფინგზე დაშვებულთა შორის აღმოჩნდა: ტელეარხები ABC, CBS და Fox News, გაზეთები Washington Times და Wall Street Journal, საიტი Breitbart News, ასევე სააგენტო Bloomberg-ის წარმომადგენელბი.

სააგენტო Associated Press-მა და ჟურნალმა Time-მა, რომლებსაც ბრიფინგზე დასწრების ნება დართეს, პროტესტის ნიშნად დარბაზში არ შევიდნენ.

New York Times აღნიშნავს, რომ პარასკევის ბრიფინგს ტრადიციულად ჟურნალისტების პატარა ჯგუფი ესწრება,თუმცა, ამერიკის წინამორბედი პრეზიდენტების ადმინისტრაციები ჟურნალისტებს ასეთი ფორმით არ არჩევევდნენ.

თეთრ სახლში კი აღნიშნეს, რომ უჩვეულო არაფერი მომხდარა.

„ჩვენ თეთრი სახლის ჟურნალისტები მოვიწვიეთ. გარდა ამისა, დავამატეთ კიდევ რამდენიმე ადამიანი. არაფერი სხვა“,-ნათქვამია თეთრი სახლის წარმომდგენლის სარა ხაკაბი სანდერსის წერილში.

Los Angeles Times-ის კორესპოდენტნმა განაცხადა, რომ ბრიფინგზე დონალდ ტრამპისადმი მეგობრულად განწყობილი მედიასაშუალებები დაუშვეს.

„თითქმის ყველა არხი დაუშვეს CNN-ის გარდა. ასეთი შერჩევის ასპექტია შემაშფოთებელი“,-განაცხადა ნოა ბირმანმა.

მომხდარს, მწვავე კრიტიკით, თეთრი სახლის კორესპოდენტების ასოციაცია გამოეხმაურა.

„ასოციაციის საბჭო მწვავე პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, თუ როგორ ჩატარდა ბრიფინგი თეთრ სახლში. ვთხოვთ, ორგანიზაციებს, რომლებიც ბრიფინგზე დაუშვეს, მიაწოდონ მიღებული მასალა იმათ, ვინც არ იყო დაშვებული ბრიფინგზე. საბჭო თეთრი სახლის თანამშრომლებთან განიხილავს ვითარებას“,-ნათქვამია ასოციაციის პრეზიდენტის ჯეფ მეისონის განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ