არქივი
პოლიტიკა
თქვენ და თქვენნაირებს საერთოდ არ გაღელვებთ არც საქართველო და არც საქართველოს მომავალი, საკუთარი შვილებიც კი არ გაღელვებთ - ზაზა სარალიძე ნიკოლოზ მჟავანაძეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოეხმაურა „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის კომენტარს „შენი შვილის მკვლელები რომ დაისაჯონ, სხვისი შვილების მკვლელები უნდა დაგვასვა თავზე? სარალიძეს უნდა ამ ხელისუფლების ჩამოგდება და, მგონი, სულ აღარ აინტერესებს, როგორ დამთავრდება გამოძიება“.
სარალიძემ სწორედ ამ ბრალდებას უპასუხა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
„მე მგონი,რომ არავის არ აინტერესებს თქენი თამადობით სიმართლის დადგენა.
რატო გეშინიათ ყველას სიმართლის?
რა და ვინ იმალება სიმართლის უკან?
ხედავთ? თვალებს ძალით იბრმავებთ და არ გაინტერესებთ, ვინ და რამდენი ადამიანი დგას ამ საქმის მიღმა.
ნუთუ გინდათ ისეთი ჩინოვნიკები,ისეთი გამომძიებლები,ისეთი პროკურორები,ისეთი ექსპერტები და საერთოდ ისეთი ადამიანები, ვინც მფარველობს სადისტ მკვლელებს?
ალბათ, გინდათ და გაწყობთ.
ან კიდევ ფიქრობთ, რომ ზაზა სარალიძე ხელს ჩაიქნევს და დანებდება.
მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვრეთ!
მე ჩემი შვილის სულის სიწმინდეს, სანამ პირში სული მიდგას, მანამ დავიცავ თქვენგან განსხვავებით.
აი, თქვენ და თქვენნაირებს, ვფიქრობ, საერთოდ არ გაღელვებთ არც საქართველო და არც საქართველოს მომავალი და ყველაზე მთავარი ისაა, რომ საკუთარი შვილებიც კი არ გაღელვებთ.
პ.ს. სანამ რამეს დაწერთ, მოდით ჩემამდე და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ და მერე გამოიტანეთ დასკვნები. საერთოდ ვერ ვხედავ ლოგიკას თქვენნაირების კომენტარებში“, - დაწერა სარალიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

